Dessange ვაკეში, თბილისი, ჩვენი სპეციალისტები გთავაზობენ როგორც თმის კლასიკურ შეღებვას, ასევე ბალაიაჟს. ბალაიაჟი თმის ხელით შეღებვის ტექნიკაა, რომელიც ბოლოებისკენ ქმნის სიმსუბუქის რბილ და ბუნებრივ გრადაციას, ისეთ შედეგს, თითქოს თმას ფუნჯი კი არა, ზაფხულის მზე შეეხო.
ბალაიაჟის ტექნიკა Dessange-ის დამფუძნებელმა, ჟაკ დესანჟმა გასული საუკუნის 60-იან წლებში შექმნა. სწორედ მის საფუძველზე ჩამოყალიბდა გაღიავების ყველა დანარჩენი ტექნიკა, როგორიცაა ომბრე, სომბრე, შატუში და სხვა. სპეციალისტი ნამდვილი მხატვრის მსგავსად მუშაობს, ირჩევს კონკრეტულ ლოკონებს და შტრიხ-შტრიხ შეაქვს გაღიავების ელფერი.
ბალაიაჟი აგრესიულად არ მოქმედებს თმის ღერზე და არ აზიანებს მას, ამიტომ თხელი თმაც კი ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას. ფერი თითოეული სტუმრისთვის გრძნობითა და დაკვირვებით შეირჩევა, მისი ხასიათისა და ვიზუალის შესაბამისად, რათა ხაზი გაუსვას თქვენს ბუნებრივ მონაცემებს, კანისა და თვალის ფერს.
სხვა სერვისები Dessange ვაკეში