თმის სპა არის სპეციალიზებული სალონური პროცედურა, რომელიც მთლიანად თქვენი თმის გაჯანსაღებასა და განახლებაზეა ფოკუსირებული. Dessange ვაკეში, თბილისი, ის საუკეთესო გამოსავალია თმის ცვენის, თხელი თმის, სიმშრალის, დაღლილი და უხეში ტექსტურის, მშრალი თუ ცხიმიანი სკალპის, ნელი ზრდისა და ქერტლის დროს.
შეღებვა, ქიმიური ზემოქმედება, ფენისა და უთოს ხშირი გამოყენება, დაბინძურებული გარემო და მზის სხივები დროთა განმავლობაში საგრძნობლად აზიანებს თმას. Dessange-ის თმის სპა დაუბრუნებს ბზინვარებას, სირბილესა და ჯანსაღ იერს თმას, რომელმაც სიცოცხლისუნარიანობა დაკარგა.
სპა პროგრამა ინდივიდუალურად შეირჩევა ყველა სტუმრისთვის, სკალპის მდგომარეობის გათვალისწინებითა და კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით. პროცედურას დაგროვებითი შედეგი აქვს: 10-14 დღიანი ინტერვალით ჩატარებული მინიმუმ 4 პროცედურა გაძლევთ:
შედეგად მიიღებთ ბზინვარე, მოცულობით და ნამდვილად ჯანსაღ თმას.
სხვა სერვისები Dessange ვაკეში