ავტორიზაცია
ბალიაჟის ტექნიკა დესანჟის დამფუძნებელმა, ჟაკ დესანჟმა გასული საუკუნის 60-იან წლებში შექმნა. მსუბუქი, ჰაეროვანი შეღებვის სტილი, რომლის დროსაც სპეციალისტი ნამდვილი მხატვრის მსგავსად მუშაობს, ირჩევს კონკრეტულ ლოკონებს და შტრიხებით გაღიავების ელფერი შეაქვს. შედეგად იქმნება ეფექტი, რომ სპეციალისტმა კი არ იმუშავა, არამედ ზაფხულის მცხუნვარე მზის ზემოქმედებაა.
ბალიაჟის ბაზაზე შეიქმნა გაღიავების ყველა დანარჩენი ტექნიკა, როგორიცაა მაგალითად - ომბრე, სომბრე, შატუში და ა. შ.
ბალიაჟის მეთოდიკას არაერთი უპირატესობა გააჩნია, რის გამოც ის ერთნაირად უყვართ როგორც მომხმარებლებს, ასევე სპეციალისტებს.
ბალიაჟის ტექნიკა აგრესიულად არ მოქმედებს თმის ღერზე, არ აზიანებს მას და თხელი თმაც კი მაქსიმალურად ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას.