სპორტული მასაჟი
რეგულარული და ინტენსიური ვარჯიშისას, მასაჟი უნდა გახდეს თქვენი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი.
„დესანჟის“ პროფესიონალი მასაჟის სპეციალისტი შეძლებს თქვენი სხეული ფიზიკური დატვირთვისთვის მოამზადოს და სწრაფად აღადგინოს ვარჯიშის შემდგომი დაძაბულობისგან.
სპორტული მასაჟი უზრუნველჰყოფს:
კუნთების გახურებას და მეტ ელასტიურობას სძენს მათ;
აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ლიმფოდრენაჟს;
სწრაფად ათავისუფლებს კუნთებს ზედმეტი დაჭიმულობისაგან;
ახდენს ზოგად გამაჯანსაღებელ ეფექტს, ორგანიზმი უფრო მეტად გამძლეა სტრესული გამოვლინებების მიმართ.
ანტიცელულიტური მასაჟი
ანტიცელულიტური მასაჟი - ეს არის ეფექტიანი და ამავდროულად უსაფრთხო პროცედურა, რომელიც ერთგვაროვანს გახდის თქვენს კანს და მთელი სხეულის მოდელირებას მოახდენს.
„დესანჟში“ ეს პროცედურა განსაკუთრებულია, რადგან ჩვენ სხეულის დიაგნოსტიკის შემდეგ ინდივიდუალურად განვსაზღვრავთ რა ტექნიკით და რა რაოდენობით მოვემსახუროთ თითოეულ პაციენტს. ვზრუნავთ არა მხოლოდ სხეულის სილამაზეზე, არამედ ჯანმრთელობაზე.
სარელაქსაციო მასაჟი
ცხოვრების აჩქარებული და სტრესული რიტმი საკუთარ სხეულზე ზრუნვის სულ უფრო ცოტა დროს გვიტოვებს. სამუშაო დღის ბოლოს ხშირად გვიგვრძვნია სხეულის სიმძიმე, დაძაბულობა და ტკივილიც კი. სარელაქსაციო მასაჟი ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალია, რათა მოიშოროთ კუნთების დაძაბულობა, სიმძიმე და ტკივილი ფეხებსა და ზურგზე, გამოისწოროთ ნივთიერებათა ცვლა, მიიღოთ შინაგანი ორგანოების უკეთესი ფუნქციონირება, იგრძნოთ სრული განტვირთვა, მოდუნდეთ, გამოისწოროთ ძილი და შედეგად აღდგენილი ძალებით დაუბრუნდეთ სამუშაო რიტმს.
LPG მასაჟი
LPG არის ღრმა ქსოვილების მასაჟის და ვაკუუმის კომბინაცია სხეულის კორექციისთვის.
LPG მასაჟის უპირატესობებია ის, რომ ვაკუუმური მანიპულის საშუალებით მუშავდება კანის უფრო ღრმა ფენები, მასაჟის ინტენსივობა თანაბარია სრული პროცესის განმავლობაში.
LPG მასაჟის სრული კურსის ჩატარების შემთხვევაში დგება შედეგი:
ცელულიტის და მოდუნებული კანის კორექცია;
მოცულობის შემცირება და წონის შემცირება;
ნივთიერებათა ცვლის პროცესის აჩქარება;
სხეულის შეშუპების მოცილება;
ორგანიზმიდან შლაკების და ტოქსინების განდევნა;
კანის ელასტიურობის და სიმკვრივის აღდგენა;
სხეულის ზოგადი გაჯანსაღება და რელაქსაცია.