DESSANGE Paris Tbilisi –

2013 წლიდან ოფიციალური წარმომადგენელი

DESSANGE Paris-ის საქართველოში.

1954 წლიდან მსოფლიო ბაზარზე. 330 სალონზე მეტი მთელ მსოფლიოში. 1999 წლიდან სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია. Dessange სილამაზის სალონების და საპარიკმახერო ხელოვნების აბსოლუტური ლიდერია პრემიუმ კლასში. Dessange-ის შეჭრა, ვარცხნილობა გამორჩეულია თავისი ინდივიდუალურობით და ყოველთვის აქტუალურობის პიკზეა. 1954 წლიდან Dessange კანის საერთაშორისო ფესტივალის ერთადერთი ოფიციალური პარტნიორია. საუკეთესო ბრენდები, სილამაზის საუკეთესო ექსპერტები და საუცხოო სერვისი – ეს ყველაფერი ჩვენ გამოგვარჩევს ესთეტიკის სფეროში ქართულ ბაზარზე.

კლიენტები ჩვენ შესახებ

ძალიან კმაყოფილი ვარ თმის სპა პროცედურით, ყველას გირჩევთ ვისაც დაზიანებული თმა გაქვთ, უღრმესი მადლობა ლენას

I loved everything: the haircut, the conditioning, the colour, the chat...Thanks, Suren! I'm definitely coming back!

Pleasant environment! Super professional stuff!!!❤️ Professional products · Amazing results · Nice décor

ისტორია

  1. პირველი სალონი

    ჟაკ დესანჟი თავის პირველ სალონს პარიზში, ფრანკლინ რუზველტის ავენიუს 37 – ში ხსნის. ბრენდი მომენტალურად ხდება უდავო ორიენტირის რეპუტაციის მატარებელი ფრანგული ფუფუნების სამყაროში. იგი შესანიშნავად აცნობიერებს ქალების სწრაფვას ემანსიპაციისკენ და უზრუნველყოფს მათ წვდომას სილამაზეზე თავისუფლების ვუალით. 2004 წელს, მსოფლიოში პირველი, 1000 მ2 ფართობის მქონე სალონი DESSANGE თავსდება ფრანკლინ რუზველტის ავენიუს 39 ნომერში – პარიზის ცნობილი „ოქროს სამკუთხედის“ შუაგულში.

  2. კანის კინოფესტივალი

    დესანჟი ხდება კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური პარტნიორი

  3. SHOW PRESTIGE

    DESSANGE დგამს ინოვაციურ ნაბიჯს და აორგანიზებს ვარცხნილობების პირველ ჩვენებას, რომელიც თვალსაჩინოდ წარმოაჩენს სტილისტების მხატვრულ გემოვნებასა და ბრენდის შემოქმედებით პოტენციალს. ასეთი ღონისძიებები მალევე შევა ისტორიაში Show Prestige სახელწოდებით, რომელთა მიმართ ინტერესს მსოფლიოს 3000-ზე მეტი სტილისტი გამოიჩენს. დღეს Show Prestige წარმოადგენს ბრედი DESSANGE-ის რეპუტაციისა და ოსტატობის გარანტიას.

  4. პირველი სალონი საზღვარგარეთ

    DESSANGE დგამს პირველ ნაბიჯს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის კუთხით და პირველ სალონს ტუნისში ხსნის. დღეს ბრენდის სახელი ცნობილია მთელი მსოფლიოსთვის 34 ქვეყანაში 330-ზე მეტი სალონის უნიკალური ქსელის წყალობით.

  5. პირველი სასწავლო ცენტრი

    ამ წელს იხსნება DESSANGE-ის პირველი სასწავლო ცენტრი პარიზში. დღეს ბრენდს 2 სასწავლო ცენტრი აქვს მსოფლიოს მასშტაბით, სადაც თანამშრომლები კვალიფიკაციას იმაღლებენ. DESSANGE-ის ტრენერები საზღვარგარეთაც მუშაობენ, რაც უზრუნველყოფს ყველა სალონის თანამშრომლის თანაბარ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას. 2011 წელს ბრენდი კიდევ ერთხელ ამტკიცებს პირველობას საპარიკმახერო ხელოვნების სფეროში ხსნის რა სხვადასხვა ენაზე თარგმნილ სასწავლო ონლაინ პლატფორმას, რომელიც ხელმისაწვდომი ხდება მხოლოდ ქსელის თანამშრომლებისათვის.

  6. PHYTODESS

    “Phyto” – ნიშნავს მცენარეს, ხოლო სიტყვა “DESS” DESSANGE-იდან მოდის. პროდუქცია PHYTODESS აერთიანებს საპარიკმახერო ხელოვნებასა და ბუნების სიმდიდრეს – სილამაზის ძირითად წყაროებს. ფერადი თიხის, ეთერზეთების, მცენარეული ექსტრაქტების, მიკროელემენტების, ქვებისა და ძვირფასი ლითონების უნიკალური ფორმულები ერწყმის დელიკატურ ტექსტურასა და ძვირფას არომატებს და უზრუნველყოფს გარანტირებულ სიამოვნებას  პროდუქციისგან. მსუბუქ ფორმულებს, რომელთა შემადგენლობაში 80% ნატურალური კომპონენტია, თითოეული ქალის სახლში პროფესიონალური მოვლა შეაქვს. დღეს PHYTODESS წარმოდგენილია ევროპაში, აშშ-სა და სამხრეთ ამერიკაში.

  7. საკუთარი ქარხანა

    DESSANGE ფლობს საკუთარ სამრეწველო სივრცეს გიდელში, საფრანგეთში, სადაც მისი ყველა შამპუნი და თმის ნიღაბი იწარმოება. ზუსტად ამ ISO 9001 სერტიფიკატის მქონე ქარხნიდან მარაგდება ბრენდის ყველა სალონი მსოფლიოში. „Made in France” ნიშანი ეკუთვნის ერთადერთ ფრანგულ ბრენდს საპარიკმახერო მომსახურების სფეროში, რომელიც აწარმოებს და ავრცელებს თმის მოვლის საკუთარ საშუალებებს  უშუალოდ საკუთარი ქარხნიდან ქვეყნის ტერიტორიაზე.

  8. ბრენდინგი

    ბრენდი ჟაკ დესანჟი ხდება ბრენდი DESSANGE და წარმოადგენს ახალ ლოგოს. ახლა ყველა მომხმარებელი, თუ ჟურნალისტი იყენებს სახელს „DESSANGE“ ბრენდის აღსანიშნავად.

  9. ონლაინ ტრენინგის პლატფორმა

    სწავლების სფეროში უკვე დიდი გამოცდილების შემდეგ, DESSANGE ხდება პირველი მოთამაშე საპარიკმახერო მომსახურების სფეროში, რომელიც უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში DESSANGE-ის ყველა სალონის თანამშრომლისთვის ონლაინ ტრენინგის პლატფორმას ქმნის. ბრენდი წარმოდგენილია 34-ზე მეტ ქვეყანაში და პროგრამა ინერგება რამდენიმე ენაზე.

  10. 65 წელი

    სწავლების სფეროში უკვე დიდი გამოცდილების შემდეგ, DESSANGE ხდება პირველი მოთამაშე საპარიკმახერო მომსახურების სფეროში, რომელიც უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში DESSANGE-ის ყველა სალონის თანამშრომლისთვის ონლაინ ტრენინგის პლატფორმას ქმნის. ბრენდი წარმოდგენილია 34-ზე მეტ ქვეყანაში და პროგრამა ინერგება რამდენიმე ენაზე.

  11. ახალი ასორტიმენტი

    ახალი კაპილარული ასორტიმენტის შემოთავაზება DESSANGE-ისგან. აქ ყველაფერია, რაც პროფესიონალური თმის მოვლის საშუალებების კუთხით ოდესმე შექმნილა საფრანგეთში. DESSANGE-ის ლაბორატორიისა და სასწავლო ცენტრის ექსპერტების თანამშრომლობით შექმნილი პროდუქცია DESSANG-ის გამოცდილებისა და ინოვაციის ერთობლიობის პიკია.

    ** პროდუქტები არ შეიცავს სილიკონს, სულფატსა და მარილს
    ** მშრალი თმის დამცავი ზეთისა და ნორმალურიდან თხელ თმამდე დამცავი ზეთის გარდა, შამპუნის შემდგომი მოვლის საშუალებები სულფატის, მარილების, სულფატის სურფაქტანტის და ნატრიუმის ქლორიდის გარეშეა.

  12. თმის ახალი საღებავი

    PHYTODESS-ი სამყაროს თმის ახალ საღებავს აცნობს, რომელსაც კანის მოვლის ტრადიციული ინგრედიენტებისაგან (თეთრი ჩაი და თაფლი) ქმნის და შეუდარებელ შედეგს ჰპირდება. ფერის სიძლიერისა და ბუნების სიმდიდრის კომბინაციით მიღებული ორი პროდუქტი Chromadess – ამიაკითა და Illumidess – ამიაკის გარეშე ფორმულათა ასორტიმენტი სამი C – Comfort/კომფორტი, Control/კონტროლი და Cover/დაფარვა ტექნოლოგიას ეყრდნობა და შესანიშნავია თმისა და თმის კანისათვის.